|
2026-06-11 10:56:57, 643 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს
დავასრულეთ ვიზიტი ლონდონში, სადაც შევხვდით გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს. ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს და დავაბრუნებთ მას მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, თინა ბოკუჩავა პარტიის განახლებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის განაცხადს „ნაციონალური მოძრაობის“ გახსნის, განახლებისა და რეფორმირების შესახებ, რა ხანია, ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ. მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება საქართველოს!“, – წერს თინა ბოკუჩავა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. „მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს“, – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)