|
2026-06-10 19:12:23, 1866 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე, რაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საერთაშორისო განთავსებაა. UzNIF-ის IPO-მ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტრანზაქციის მოცულობამ 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. “მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ უზბეკეთის კაპიტალის ბაზრისთვის ისტორიულ ტრანზაქციაში. UzNIF-ის პირველადი საჯარო განთავსება არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია. გალტ & თაგარტი მომავალშიც გააგრძელებს ინვესტორებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაზიარებას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ UzNIF საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვასა და სამეურვეო ფუნქციას Franklin Templeton ახორციელებს, რაც UzNIF-ს საერთაშორისო გამოცდილებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)