12:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 10:22:35, 237 ნახვა

ეკონომიკა
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია

სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერია.


19-21ივნისს საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად გადაიქცევა. სამი დღის განმავლობაში Global Tech Weekend Tbilisi ათასობით მონაწილეს, ინვესტორს, სტარტაპის დამფუძნებელს, ტექნოლოგიურ ლიდერსა და საერთაშორისო სტუმარს გააერთიანებს, რაც საქართველოს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სტუდიო ლიბერთისთვის Global Tech Weekend Tbilisi-ს მხარდაჭერა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობაა. ორივე ბრენდს აერთიანებს ხედვა - შექმნას სივრცე ადამიანებისთვის, რომლებიც ბიზნესს, ინოვაციასა და პირად განვითარებას ერთმანეთთან აკავშირებს.

ღონისძიების მთავარი დღე 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ინსპირაციულ სპიკერებს, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები. Global Tech Weekend Tbilisi-ს მთავარ სცენაზე ლიბერთის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტისა და ციფრული ბანკინგის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელს.

„სტუდიო ლიბერთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ინოვაციებს, განათლებას და საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. Global Tech Weekend Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მსოფლიო აუდიტორიასთან აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ წელს ღონისძიების მთავარი პარტნიორები ვართ“, ლედი კოჭლამაზაშვილი, პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„Global Tech Weekend Tbilisi-ის მიზანია რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაერთიანება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას Global Tech Weekend კიდევ უფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაწილეებისთვის“ - ნოდო ივანიძე, Global Tech Weekend Tbilisi-ს თანადამფუძნებელი.

სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებული შეთავაზებით იქნება შესაძლებელი. Mastercard World Elite და Visa Platinum ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 30% ფასდაკლებით ისარგებლებენ Flagship Event Pass, Multi Pass და Investor Pass ბილეთების შეძენისას.
 

30% ფასდაკლების მისაღებად ბილეთის შეძენის პროცესში უნდა აირჩიონ სტუდიო ლიბერთი და მიჰყვნენ შესაბამის ბმულს:

Biletebi.ge - https://bit.ly/4xeuzpB
TKT.GE - https://bit.ly/4ul7KxB
გახდი სტუდიოს წევრი - https://bit.ly/3S1AWMI

 

სტუდიო ლიბერთის შესახებ:

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულება და პირველი მრავალფუნქციური სივრცეა საქართველოში, რომელიც პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზეა შექმნილი. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პერსონალური ბანკირის მხარდაჭერა, საბანკო თუ Lifestyle პროდუქტების ექსკლუზიური შეთავაზებები და უმაღლესი კლასის საბანკო მომსახურება როგორც ინდივიდუალური, ისე საქმიანი ფინანსების სამართავად.

Global Tech Weekend Tbilisi-ს შესახებ:

Global Tech Weekend (GTW) 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა, 2025 წელს კი თბილისშიც გაიმართა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა. 2025 წლის ღონისძიებამ 10,000-ზე მეტ მონაწილეს, 120 სპიკერსა და 100 სპონსორს უმასპინძლა.
 

2026 წლის პროგრამა გასული წლის წარმატებას ეფუძნება და მოიცავს 40-ზე მეტ დამატებით ღონისძიებას ქალაქის მასშტაბით, საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერებთან მჭიდრო პარტნიორობასა და გლობალურ მედია გაშუქებას ისეთი გამოცემებისგან, როგორებიცაა Forbes, Euronews და AP.
 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics