04:06 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 14:41:56, 2485 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ

პარტია თავისუფლების მოედანი ნიკოლ ფაშინიანსა და სომეხ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

"სომეხ ხალხს და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მოქალაქეების ერთგულება დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლის მიმართ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა და ზეწოლისა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი დგას.

საქართველოსა და სომხეთს ისტორიული მეგობრობა, საერთო გამოცდილება და ევროპული მისწრაფებები აკავშირებს. ორივე ქვეყანამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენება მუდმივ ძალისხმევასა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს.

გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარება თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებზე უნდა აშენდეს. ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სომხეთი არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მთელი რეგიონის ინტერესებშია. ამ გზაზე სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ". - წერია პარტიის განცხადებაში.

წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმათა 49.8%-ით გაიმარჯვა, ხოლო ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 23.3%-ით. დათვლილია ყველა უბანი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics