04:04 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-05 21:57:29, 6169 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პრაგმატიკოსებისგან შედგება, რომლებსაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო უარყოფითი შედეგები ესმით.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებითაა შემდგარი. ისინი ადასტურებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, მაგრამ ესმით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს შეწყვიტოს იყოს ქვეყანა, რომელიც თავისი პროდუქციით არის ცნობილი" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის 70% ამჟამად რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მოდის, ხოლო მნიშვნელოვანი წილი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებზე.

"ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი ახალ წევრებს. აღარაფერს ვამბობ იმ მოთხოვნაზე, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აღიარონ ევროკომისიის ყველა საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ასე შემდეგ" - თქვა მან.

გარდა ამისა, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის "ფაქტობრივად, ურთიერთობები რეგულარულ საფუძველზე შენარჩუნებულია", ხოლო რუს ტურისტებს უყვართ საქართველოში ჩამოსვლა და "ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics