05:12 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 00:44:19, 4819 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი: „ოცნება“ ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო საქმიანობას

აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომელშიც მან „ქართული ოცნების“ პარტიას კურსის შეცვლისკენ მოუწოდა. უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა:

„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) უკანონო საქმიანობას, ამავდროულად კი უკანონოდ აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს.

მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, რომ ამ პარია სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს!“

ადრე ჟურნალისტმა ალეკ რაუფოღლუმ სოციალურ მედიაში დაწერა: რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აშშ-სა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად პირობები დააწესა:

„ვაშინგტონი მოითხოვს თბილისის ქცევის შეცვლას კონგრესის გაფრთხილებების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ირანის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილებას და პეკინთან კავშირების გაღრმავებას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics