|
2026-05-30 18:21:16, 3244 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ომს აბრუნებს რუსეთის ტერიტორიაზე, იქ, საიდანაც დაიწყო აგრესია. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. "ჩვენი ახალი შორი მოქმედების სანქციები უკვე მოქმედებს - და ეს ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 500 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სრულიად სამართლიანად, ჩვენ ომს ვაბრუნებთ იქ, საიდანაც ის დაიწყო. რუსეთს დიდი ხნის წინ შეეძლო დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაგრძელება და გაჭიანურება აირჩია. ამიტომაც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე, ქალაქ არმავირში, კრასნოდარის მხარეში. მადლობას ვუხდი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს ამ შედეგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ჩვენი შორი მოქმედების სანქციების გეგმას - პასუხად ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აკეთებს. ჩვენი სანქციების ყველა ფორმა მუშაობს იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს", - წერს ზელენსკი. ასევე, უკრაუნული მედიის ცნობით, დღეს რუსეთის ქალაქ ტაგანროგის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში პორტზე დრონებით თავდასხმის შედეგად, ტანკერსა და საწვავის ავზს ხანძარი გაუჩნდა. ტაგანროგის მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)