06:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 16:32:43, 4531 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს ატაშემ მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა მოსკოვის ურთიერთობებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. მისი თქმით, სოხუმი და ცხინვალი კვლავ „რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში“.

„საერთო ისტორიული წარსული, საერთო კულტურული და მორალური ღირებულებები და საერთაშორისო და რეგიონული საკითხებისადმი საერთო მიდგომები განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას დღეს“. „პრიორიტეტულ ამოცანებად რჩება რესპუბლიკების სუვერენიტეტის საიმედო დაცვის უზრუნველყოფა, მათი განვითარების ხელშეწყობა და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების და ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაფართოება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მან ასევე დასძინა, რომ მხარეები გააგრძელებენ „ერთად სვლას საერთო უსაფრთხოების კონტურებისა და სოციალურ-ეკონომიკური სივრცეების ფორმირებისკენ“. ამ კონტექსტში ზახაროვამ ახსენა „ხელშეკრულება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა 9 მაისს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics