|
2026-05-26 20:09:56, 4701 ნახვა
ეკონომიკა
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა და შეზღუდვები დააწესა იმ ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს დასავლური ბლოკადის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციების პაკეტით დარტყმა მიადგა იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსულ მხარეს უკანონო ფინანსურ არხებს უნარჩუნებენ. ახალ შავ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპანიებთან ერთად მოხვდა სამი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი სწორედ ამ კომპანიების მხრიდან რუსეთისთვის დახმარების გაწევა და საერთაშორისო შეზღუდვების არიდების მცდელობა გახდა. უწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდნენ და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებოდნენ. „ჩვენ ვიღებთ ზომებს საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. სანქციების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სრულად ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური, ბიზნეს ან ფინანსური თანამშრომლობა. კრემლის გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობისთვის ბრიტანულ სიაში ქართული კომპანიების გარდა ასევე შევიდნენ სუბიექტები ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)