|
2026-05-26 11:00:00, 2967 ნახვა
ეკონომიკა
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, PSP საზოგადოებას ახალი კამპანიით „თავისუფლება გადამდებია“ ულოცავს. თავისუფლების წყურვილი არასდროს ჩერდება ერთ ან ორ ადამიანზე, ის ვირუსივით გადამდებია, ოღონდ ეს ვირუსი საშიში კი არა, პირიქით - ერთადერთი კარგი ვირუსია. სხვადასხვა დროში ამ სულისკვეთების განელების უამრავი მცდელობა ყოფილა, თუმცა 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფლებას ვერ დაამარცხებ, ის გადამდებია. „PSP-სთვის ვირუსებზე საუბარი უჩვეულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი სიხარულით და სიამაყით ვსაუბრობთ თავისუფლების ვირუსზე, ყველაზე კარგ ვირუსზე, რომლის გადადებაც სასურველია. ამის გვჯერა და ამას მივუძღვენით წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის კამპანია. „ვირუსის“ გამოხატვის ფორმად კი დროშა შევარჩიეთ, როგორც თავისუფლების და სამშობლოს სიყვარულის მთავარი „სიმპტომი“. - აცხადებს ანო გოგიჩაძე, PSP-ს მარკეტინგის დირექტორი. კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. „თავისუფლება, ისევე, როგორც ყველა ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სულ რაღაც ერთი ადამიანისგან, მისი მაგალითით, მისი შთაგონებით. ამის მრავალი დასტური გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც. სწორედ ეს მიგნება გახდა საფუძველი ამ კამპანიისთვის. ვთქვით, რომ თავისუფლება ვირუსია, ოღონდ თუ სხვა ვირუსებს გაურბიხარ, ამას პირიქით სიხარულით უნდა შევხვდეთ და აღვნიშნოთ მისი გავრცელება. ყველაფერი, რაც ვირუსს გვახსენებდა ავიღეთ და კამპანიისთვის გამოვიყენეთ, ოღონდ უკვე დადებით კონტექსტში: სწრაფი ტესტი, კლასტერების თვლა, სიმპტომები და რაც მთავარია - ბატონი ამირან გამყრელიძე, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცის ვირუსის და თავისუფლების ხასიათი. განსაკუთრებული მადლობა მას, რომ დაგვთანხმდა მონაწილეობაზე.“ - კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი. PSP-ს შარშანდელ დამოუკიდებლობის კამპანიას, ეპიკურ ოდას თავისუფლებაზე, დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და ათობით ჯილდოს მფლობელი გახდა შემოქმედებით ფესტივალებზე, მათ შორის მრავალი ოქროს, გრან პრისა და სპეციალური პრიზების.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)