|
2026-05-25 22:36:21, 7097 ნახვა
სხვადასხვა
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შეიქმნა. როგორც რუსეთის მთავრობის საინფორმაციო საშუალება "სპუტნიკის" ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი მიზანია "საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი". ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც მათი შეფასებით რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: "რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული."
გულბაათ რცხილაძე, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერი აცხადებს, რომ იმუშავებენ არა მხოლოდ საჯარო განცხადებების მონიტორინგზე, არამედ გადახედავენ საკანონმდებლო ბადესაც და საჭიროების შემთხვევაში დააყენებენ მისი შეცვლის წინადადებებსაც თუ დაინახავენ, რომ რომელიმე საკანონმდებლო აქტი თავისი შინაარსით რუსოფობიურია. გულბაათ რცხილაძის თანახმად, ეს ინიციატივა მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, "ევრაზიის ინსტიტუტსა" და რამდენიმე მეგობარ ჯგუფს ეკუთვნის. „რუსოფობია“ ზოგადად რუსების მიმართ არსებულ შიშებს ან მიუღებლობას აღნიშნავს, თუმცა დღეისათვის კრემლი მას სტრატეგიულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის. მოსკოვი „რუსოფობიის“ იარლიყს იყენებს ნებისმიერი ლეგიტიმური კრიტიკის გასანეიტრალებლად. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია ან უფლებადამცველები საუბრობენ რუსეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ან სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაზე, რუსეთის ოფიციალური უწყებები ამ ფაქტებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, კრიტიკოსებს „რუსოფობიაში“ ადანაშაულებენ. მეზობელ სახელმწიფოებში სამხედრო ან პოლიტიკური ჩარევის ერთ-ერთი მთავარი საჯარო მოტივი სწორედ ეთნიკური რუსების ან რუსულენოვანი მოსახლეობის „რუსოფობიისგან“ დაცვაა. კრემლი ქმნის დეზინფორმაციულ კამპანიებს, სადაც სუვერენული სახელმწიფოების ენობრივ თუ კულტურულ პოლიტიკას დისკრიმინაციად და ეთნიკურ წმენდადაც კი ნათლავს, რითაც შემდგომში საკუთარ აგრესიას „მშვიდობისმყოფელურ“ ან „ჰუმანიტარულ“ მისიად ასაღებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)