|
2026-05-25 19:17:05, 4259 ნახვა
ეკონომიკა
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს - დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს - ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაში ხედავს. თიბისისთვის დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის იყო ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილი - რწმენა, რომ ქვეყნის განვითარებას ის ადამიანები ქმნიან, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების, იდეებისა და მომავლის სჯერათ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო თიბისი უკვე 33 წელია ქმნის ბიზნესის, ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ გამოცდილებას, რომლებიც ადამიანებს უმარტივებს ყოველდღიურობას, ეხმარება მიზნების მიღწევაში და აძლიერებს რწმენას, რომ დამოუკიდებლობა პირადი გადაწყვეტილებით იწყება. „26 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შეიქმნა და განვითარდა. ეს დღე არის მუდმივი შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა ყოველდღიური არჩევანია - გჯეროდეს საკუთარი თავის, შენი საქმის და ქვეყნის მომავლის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. წლების განმავლობაში, თიბისი 26 მაისს არაერთი შთამაგონებელი კამპანიით აღნიშნავდა იქნებოდა ეს ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, „დამოუკიდებლობის სკოლა“, „გმირები“, „მომავალი ჩვენია”, „დამოუკიდებლობა იწყება შენით”, „ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა“ და სხვა დასამახსოვრებელი კამპანიები, რომლებიც ადამიანებს ახსნებს, რომ დამოუკიდებლობა საკუთარ თავში დაჯერება, პასუხისმგებლობა, არჩევანი და გადაწყვეტილებაა. თიბისის წლევანდელი კამპანია ამ ამბის გაგრძელებაა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)