|
2026-05-25 11:53:45, 4004 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, უკვე მეექვსე წელია, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. „როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც", - განაცხადა კობახიძემ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)