01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 13:25:41, 1451 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი

ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი.

ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, ამჟამად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ერჟან სადენოვი იმყოფება, რომელსაც ირაკლი კობახიძე შეხვდა.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics