|
2026-05-19 11:08:09, 5628 ნახვა
საზოგადოება
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გულიანი-ს, რომელიც რესტორან „ხინკლის სახლს“ ოპერირებს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდასტურა. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საცნობარო კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა, რადგან მენიუში მითითებულ ფასებს დამატებით მომსახურების 15% ემატებოდა. კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, როდესაც მოვაჭრე მომსახურების გადასახადს მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით უთითებს და მომხმარებელს საბოლოო ფასის დამოუკიდებლად გამოთვლა უწევს, ეს უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა. სააგენტოში განმარტავენ, რომ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს დამატებითი ქმედების განხორციელება მათ შორის, საბოლოო ფასის კალკულაცია იმისთვის, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს. მიღებული გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში კვების მენიუში ცვლილებები შეიტანოს და მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. სააგენტოს მოთხოვნით, ფასში ასახული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების საფასური. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)