|
2026-05-07 13:01:52, 3291 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
"სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა" საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი — ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა. თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს. თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ — არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი. სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, "ვაიზერმა" შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი — "ფრილანსერების დაზღვევა". იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ რისკებს. ახალი პროდუქტი პირველად წარადგინეს "დაზღვევის დღესთან" დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ასევე, "ვაიზერის" შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა „კომბინატში“ გამართულ "Unlimited Summit"-ზე, რომელმაც 500-მდე ფრილანსერი და 50 სპიკერი გააერთიანა. ღონისძიების მონაწილეებს პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური პირობებით, რომლებიც სრულად ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას და სთავაზობს 24/7 სატელეფონო ასისტანსს, პირადი ედვაიზერის მომსახურებას, სწრაფ ანაზღაურებასა და მაღალ დაფარვებს. "ვაიზერის" დაზღვევა მომხმარებელს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დროებით შრომისუუნარო ხდება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)