|
2026-04-28 17:50:24, 5012 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
ივანიშვილის პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ კანონი III მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 84 დეპუტატი იყო. ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში" შევიდა. ცნობისთვის, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. ივანიშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, ტექნიკურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს. ცნობისთვის, 21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობაც.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)