15:54 - 13 Aug, 2026
|
2026-04-28 17:17:33, 5743 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „2025 წლის სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ პატიმრობაში რჩება და მის მოსანახულებლად რეალური საერთაშორისო დაშვება არ არსებობს. ევროპარლამენტმა ნათლად განაცხადა: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, - წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე. ცნობისთვის, დღეს პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს. გაცვლის ფარგლებში ბელარუსმა სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)