17:06 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 13:29:08, 3942 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა

პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციის შენობაში დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა. ევროკავშირის ელჩმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობის პერიოდში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ EU-ს ელჩი დაიბარეს. 

24 აპრილს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „თბილისში შეხვდებიან, როცა ის ბრიუსელიდან დაბრუნდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, ბრიუსელში ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკით შეხვდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია დიპლომატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „გზაჯვარედინზეა“ და მისი მომავალი დამოკიდებულია მისი ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანზე. დიპლომატმა ასევე აღნიშნა ევროპული გზიდან გადახვევის რისკი და რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული უკუქცევით. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, სამთავრობო მედიას აცნობა, რომ დღეს, 27 აპრილს, საგარეოში გერმანიის ელჩი, ალექსანდერ ლამბსდორფი, დაიბარეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics