|
2026-04-24 23:15:27, 7870 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მ ირანის მხრიდან „გარკვეული პროგრესი დაინახა“ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარებაში. მან ეს განცხადება პარასკევს, 24 აპრილს გააკეთა, CNN-ის ციტირების თანახმად. როგორც იტყობინება, ლევიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი 25 აპრილის დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან გარკვეული პროგრესი ნამდვილად დავინახეთ. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გაეგზავნა, ამიტომ ვნახოთ, რას იტყვიან ისინი“, - თქვა მან. თეთრი სახლის პრესმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა „დადებით შედეგებს გამოიღებს“. 21 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პაკისტანის მოთხოვნით განუსაზღვრელი ვადით ახანგრძლივებს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო მეთაურები ამზადებენ გეგმებს ჰორმუზის სრუტეში ირანის ძალების წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის, თუ საომარი მოქმედებების ამჟამინდელი პაუზა შეთანხმების გარეშე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)