18:09 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 11:54:41, 3106 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან

ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება  საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. - ამის შესახებ  ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში

 „ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება  საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გვარები იცვლება, მაგრამ ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას.

„ოპოზიციას რომ უწევდა ამის უარყოფა, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის უკან. უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა, როგორც არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი წარსულში, ასე არ გამოუვათ არც მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics