|
2026-04-18 21:25:02, 8870 ნახვა
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორშაბათიდან, 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ. ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა შაბათის მარშის დაწყებამდე განაცხადა. დღევანდელი შაბათის მარში დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად იმართება, მისი თემაა - "მიეცით ბავშვებს წამალი!" კახა წიქარიშვილის განცხადებით, აქციის ფორმით პროტესტს ყოველ ორშაბათს გამოხატავენ, დანარჩენ დღეებში კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი მშობელი მაინც გაათევს ღამეს წამლის მოთხოვნით. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება. ახალი პრეპარატები მსოფლიო ბაზარზე ბოლო წლებში FDA-მ (აშშ) და EMA-მ (ევროპა) რამდენიმე რევოლუციური მედიკამენტი დაამტკიცა, რომელთა საქართველოში შემოტანასაც პაციენტთა თემები ითხოვენ:
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)