19:14 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 13:45:21, 5761 ნახვა

სამართალი
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics