04:02 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-23 11:42:03, 4399 ნახვა

საზოგადოება
მოხევეებს უნდოდათ, თავისი საყვარელი პატრიარქი მოხევურად დაეტირათ და ვერ დაიტირეს - ტურაშვილი

მოხევეებს უნდოდათ, თავისი საყვარელი პატრიარქი მოხევურად დაეტირათ და ვერ დაიტირეს - ამის შესახებ "ტვ-პირველის" ეთერში მწარალმა დავით ტურაშვილა განაცხადა.

მისი თქმით, საშვები მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმმადგენლებისთვის იყო და ხალხი საყვარელ პატრიარქთან გამომშვიდობების გარეშე დარჩა.

ხალხი მთელი ღამე იდგა ბავშვებით... ბავშვს სძინავს და იმ ბავშვს რომ შეურაცხყოფას აყენებ, ვერ ხვდები, რომ ჯანდაბად გინდა ეგეთი პრივილეგია, რომ ადამიანები საათობით დგანან? მოხევეებიც ჩამოვიდნენ, უნდოდათ მოხევურად დატირება და ვერ დაიტირეს თავისი საყვარელი პატრიარქი იმის გამო, რომ ვიღაცას დაახლოება აქვს მთავრობასთან, შეეკვეტონ დამტირებლის ნაცვლად. გამოვლენ, აგერ, დაკრძალვაზე ხომ ვნახე, ჩემი თვალით ვნახე ესადამიანები, პატრიარქზე ლაპარაკობდნენ. თუ ასე გიყვარს პატრიარქი, გამოუშვი, რა, შე დალოცვილო... ამდენი გოგო და ბიჭია, - აბობს დათო ტურაშვილი. 

ხმით დატირების ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და საკრალური წარსულითაც ხასიათდება. ხმით დატირება,არამხოლოდ მთაში,მთელს საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო. პატრიარქი ხევსურეთის სოფელ სნოდან იყო, იგი დიდ დაპივს სცემდა ხევის წეს-ჩვეულებებს.

ფშავური დატირება

ღამეო, შენამც გენაცვლები,

შენაც ჩემ ნაღველ გაგიგავის,

ძალიან ბევრი გიტირებავ,

ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვრავის.

გათენებაო, შენ გენაცვალე,

შენც ჩემი დარდი გაგიგავის,

მთის ყვავილებზე,ბალახებზე

ცვარ–ნამის ცრემლი დაგიღვრავის

ჩემ შვილს რად უნდა სამოსელი?

ჩოხა გახადეთ გადაუგდეთ,

მიწის სამოსელ შაუკერეთ,

სარჩულად მოთქმა დაუდევით,

ცრემლები ღილად დაუკერეთ,

სამარეს პირი გაუკერეთ

ჩემი ცრემლების ძაფებითა,

ხავერდოვანი ბალახითა,

სმარევ, პირი დაიბანე

მწუხარე დედის ცრემლებითა,

მიწაო, შვილი შემინახე

შენ შემოგჩივი ვედრებითა.

ხევსურული დატირება

შენ შენფერნ გინდან მატირალნიო,

შენის კაცობის დამფასავნიო,

წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო,

მასკვლავთოდენნი სათვალავნიო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics