|
2026-03-18 19:44:03, 1918 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის ვიზის მისაღებად $15,000-ის დეპოზიტი საქართველოს მოქალაქეებსაც მოეთხოვებათ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას $15 000-ის ოდენობის დეპოზიტი ექნებათ გადასახდელი. Reuters-თან ანონიმურობის პირობით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ძირითადად კი - აფრიკის ქვეყნები. ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთი, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი. გაფართოებული ვიზის დეპოზიტის პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს $15,000-ის გადახდას ავალდებულებს, როგორც საქმიანი (B1), ასევე ტურისტული (B2) ვიზების მისაღებად - ძალაში 2 აპრილიდან შევა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა Reuters-თან თქვეს, რომ დეპოზიტი დაუბრუნდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვიზის პირობების შესაბამისად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, ან საერთოდ არ გაემგზავრებიან აშშ-ში. ვიზის დეპოზიტის პროგრამაში შემდეგი ქვეყნები შედიოდნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)