|
2026-03-09 19:46:00, 3189 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მზად არიან გამოიყენონ ნავთობის სტრატეგიული მარაგები
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიიღონ ნებისმიერი საჭირო ზომა გლობალური ენერგომომარაგების მხარდასაჭერად, მათ შორის სტრატეგიული ნავთობის რეზერვების გამოთავისუფლებისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ის ციტირებით, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დიდი შვიდეული გააგრძელებს ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული სიტუაციისა და განვითარების მოვლენების მჭიდრო მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება ინფორმაციის გაცვლისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით. „ჩვენ მზად ვართ მივიღოთ საჭირო ზომები, მათ შორის გლობალური ენერგომომარაგების მხარდაჭერა, როგორიცაა რეზერვების გამოთავისუფლება“, - განაცხადეს დიდი შვიდეულის მინისტრებმა. დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა ორშაბათს ვირტუალური შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი, მისი გავლენა რეგიონულ სტაბილურობაზე, გლობალურ ეკონომიკურ პირობებსა და ფინანსურ ბაზრებზე და უსაფრთხო სავაჭრო გზების მნიშვნელობა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელები. დიდი შვიდეულის (G7) შემადგენლობაში შედიან შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია. ევროკავშირი ასევე რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფის შეხვედრებში, თუმცა ფორმალურად ის ცალკე წევრი სახელმწიფო არ არის. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, მის წევრ სახელმწიფოებში ნავთობის უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა არ არსებობს. მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო გაერთიანებულმა სამეფომ თითქმის ამოწურა გაზის მარაგი. ამასობაში, იტალიამ გამოაცხადა მზადყოფნა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგეტიკული კრიზისისთვის.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)