|
2026-03-06 11:37:40, 2770 ნახვა
მსოფლიო
ირანმა ომში რუსეთისა და ჩინეთისგან „პოლიტიკური და სხვა“ დახმარების შესახებ განაცხადა
რუსეთი და ჩინეთი ირანს აშშ-სთან და ისრაელთან ომში „პოლიტიკურ და სხვა“ დახმარებას უწევენ, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში. კითხვაზე, მიიღო თუ არა თეირანმა სამხედრო დახმარება მოსკოვისა და პეკინისგან ამერიკისა და ისრაელის დარტყმების დაწყების შემდეგ, არაღჩიმ განაცხადა, რომ ეს „ყოველთვის იყო“, მაგრამ უარი თქვა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის დეტალების მიცემაზე „ომის შუაგულში“. ამამდე კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს ირანისგან დახმარების, მათ შორის იარაღის, თხოვნა არ მიუღია. 2025 წლის იანვარში მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ძირითად სფეროებს - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და ჰუმანიტარულ საკითხებში - და ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე მიდგომების კოორდინაციას. თუმცა, ხელშეკრულება არ შეიცავს ორმხრივი სამხედრო დახმარების დებულებებს და ავტომატურად არ გულისხმობს ერთი ქვეყნის კონფლიქტში მეორე მხარის ჩართვას. ისრაელ-აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 28 თებერვლის დილით დაიწყო. პირველ დღეს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. საპასუხოდ, თეირანმა ისრაელსა და სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტია. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ირანის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეტევა გამოაცხადა. Financial Times-ის წყაროების ცნობით, ხამენეიმ მისი სიკვდილისთვის საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც თეირანმა დაიწყო. ეს გეგმა გულისხმობს ქაოსის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში და არეულობის პროვოცირებას გლობალურ ბაზრებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა „სოლიდარობა ისლამურ რესპუბლიკასთან აშშ-სა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ მის სამართლიან ბრძოლაში“ და მოითხოვა დარტყმების „დაუყოვნებლივ შეწყვეტა“ და მოლაპარაკებების განახლება „ყველა პრობლემის პოლიტიკური და დიპლომატიური ზომებით გადასაჭრელად“. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ რუსეთი და მისი პარტნიორები მომავალში წვლილს შეიტანენ „ისეთი ატმოსფეროს შექმნაში“, რომელიც ირანის წინააღმდეგ აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის.
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)