|
2026-03-04 11:23:32, 1686 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ უკრაინას უფასოდ მივეცით საბრძოლო მასალა და ახლო აღმოსავლეთს მისი ყიდვა შეეძლო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა წინა ადმინისტრაცია უკრაინისთვის უფასო საბრძოლო მასალის მიწოდების გამო, რომლის გაყიდვაც შეიძლებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. მან ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს“, მაგრამ წინა ადმინისტრაციამ ამ მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას უფასოდ გადასცა. „მე სრულად ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ მათ (ბაიდენის ადმინისტრაციამ - რედ.) ძალიან ბევრი (საბრძოლო მასალა - რედ.) გადასცეს. როგორც იცით, როდესაც მე საბრძოლო მასალას ვაძლევ, ყველა იხდის მის საფასურს. ევროკავშირი იხდის მას და შეუძლია ის გააკეთოს, რაც სურს“, - თქვა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გაყიდვის შედეგად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „ძალიან ცოტა“ საბრძოლო მასალას იტოვებენ. „Wall Street Journal-მა არასწორად გაიგო, როდესაც დაწერა, რომ საბრძოლო მასალა ახლო აღმოსავლეთს გადაეცა. არა ახლო აღმოსავლეთს, არამედ უკრაინას. ახლო აღმოსავლეთს ძალიან ცოტა მიეცა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ბევრს იყიდიდნენ, რადგან ისინი მდიდრები არიან. მაგრამ საბრძოლო მასალა უკრაინას გადაეცა“, - თქვა მან. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკვეხნა, რომ ამერიკული იარაღის მარაგი საკმარისი იქნებოდა ირანის წინააღმდეგ „სამუდამოდ“ ომისთვის. ამავდროულად, მან გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის მიუხედავად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებული და ინტენსიური ომი გავლენას მოახდენს უკრაინის მიერ მიღებული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობაზე.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)