|
2026-03-04 11:20:56, 1773 ნახვა
მსოფლიო
ბელგია დაკავებული რუსული ტანკერისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდას ითხოვს
ბელგიამ 10 მილიონი ევროს ოდენობის გირაო დააკისრა რუსულ „ჩრდილოვან ფლოტზე“ მომუშავე ტანკერ Ethera-ს, რომელიც ქვეყნის სამხედროებმა კვირას დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას HNL ავრცელებს. კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის არმიამ დააკავა ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნოდა და ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარებოდა. „ორმოცდახუთი დარღვევა გამოვლინდა. ეს ძირითადად ყალბ სერტიფიკატებს ეხებოდა, რაც იმის აღმოჩენის შედეგი იყო, რომ გემი გვინეის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა“, - ნათქვამია ბელგიის მთავრობის განცხადებაში. აღნიშნულია, რომ გირაოს გადახდის, შემოწმების დასრულებისა და სწორი დროშისა და სერტიფიკატების მიღების შემდეგ, Ethera-ს კვლავ შეეძლება ნაოსნობა. მანამდე, 21 კაციანი ეკიპაჟი გემზე უნდა დარჩეს. იგი შედგება რუსი კაპიტნის, შვიდი ოფიცრისა და ეკიპაჟის ცამეტი სხვა წევრისგან, ძირითადად ინდური წარმოშობის. „ჩვენი მთავრობა გადამწყვეტ ზომებს იღებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ. ამ ოპერაციით ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის სანქციებს, ვიცავთ ჩრდილოეთ ზღვას და ვზღუდავთ რუსეთის ომის დაფინანსებას უკრაინაში“, - განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი დაკავებული ტანკერის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, საფრანგეთმა, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, გასულ კვირას ესპანეთის სანაპიროსთან დააკავა ტანკერი Grinch, მას შემდეგ, რაც დოკუმენტების შემოწმების შედეგად დადასტურდა ეჭვი, რომ გემი ყალბ დროშით მოძრაობდა. ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის და მასზე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები ვრცელდება. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, აცნობა მას ტანკერის გათავისუფლების გეგმების შესახებ, კანონის მოთხოვნების გამო.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)