|
2026-02-27 16:41:53, 2515 ნახვა
საზოგადოება
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, 2026 წლის ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თიბისიმ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ბანკმა ჯილდო უკვე მეექვსედ მიიღო. Euromoney-ს ყოველწლიური კვლევა კორპორატიული კლიენტების შეფასებებს ეფუძნება და ასახავს მათს კმაყოფილებას სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით - მომსახურების ხარისხის, პროდუქტის შეთავაზებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო პარტნიორია და ბიზნესს მათს საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. “ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან გამოკითხვაში უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები მონაწილეობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, პარტნიორების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები კი ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტები გვენდობიან და არამხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერად, არამედ, სანდო პარტნიორად მიგვიჩნევენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, სადაც 45%-ზე მეტი საბაზრო წილი გვიკავია, ხოლო ჩვენი პორტფელი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. უკვე თითქმის 30 წელია, Euromoney-ს ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვა ტარდება და ამ სექტორში მოქმედი მსოფლიო ბანკებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბენჩმარკინგ კვლევად მიიჩნევა. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,700-მა სპეციალისტმა და კორპორატიულმა ფინანსურმა მენეჯერმა 96 ქვეყნიდან, რომლებმაც 436 ფინანსური ინსტიტუტი შეაფასეს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)