|
2026-02-20 09:46:03, 1733 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 10 დღეში მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ შემდგომი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს და გააფრთხილა, რომ თუ ბირთვული შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ისლამურ რესპუბლიკას „ცუდი რამ“ ელის. „წლების განმავლობაში გაირკვა, რომ ირანთან მნიშვნელოვანი შეთანხმების დადება ადვილი არ არის. ალბათ, მომდევნო 10 დღეში ნახავთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების დადებას“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხარეები ამჟამად „კარგ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ. ამ ფონზე, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, აშშ რეგიონში ყველაზე დიდ საჰაერო ძალებს ქმნის 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ, რაც ამერიკულ მხარეს საშუალებას მისცემს, ირანის წინააღმდეგ ომი მრავალი კვირის განმავლობაში აწარმოოს. WSJ აღნიშნავს, რომ პენტაგონმა ტრამპს უკვე შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი, დაწყებული ბირთვულ ობიექტებზე შეზღუდული დარტყმებიდან დაწყებული სრულმასშტაბიანი კამპანიით, ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებით, შემდგომში ხელისუფლების შეცვლის მიზნით. CBS News, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა აშშ-ის პრეზიდენტს სამხედროების მზადყოფნის შესახებ შაბათს, 21 თებერვალს, დარტყმის დაწყების შესახებ აცნობეს. თუმცა, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. Axios-ის წყაროები მასშტაბური სამხედრო კამპანიის უახლოეს მომავალში დაწყების ალბათობას 90%-ით აფასებენ. გამოცემის ცნობით, ოპერაცია უფრო სრულმასშტაბიან ომს წააგავს, ვიდრე შეზღუდულ დარტყმებს და ისრაელი, რომელიც ირანის რეჟიმის დამხობის იმედოვნებს, სავარაუდოდ, მას შეუერთდება. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა, სიტუაციის კომენტირებისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, მან დასძინა, რომ დარტყმის სასარგებლოდ „მრავალი მიზეზი და არგუმენტი არსებობს“. „ძალიან გონივრული იქნებოდა ირანისთვის პრეზიდენტ ტრამპთან გარიგების დადება“, - განაცხადა ლივიტმა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)