00:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 17:52:46, 1506 ნახვა

სამართალი
დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე - ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე

თბილისში მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე აცხადებს, რომ დღეს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მისი შვილი მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩანს, ხოლო მისი ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. 

დაკავებული არასრულწლოვნის დედა აღნიშნავს, რომ დიდ დიღომში, სკვერში მომხდარი ჩხუბი "ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი" იყო. 

ამ კადრებში, რაც პროკურატურამ დრეს გვაჩვენა, ერთადერთ ვიდეოში, სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ღია სკვერში, სადაც არის ჩხუბი. დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, ერთი ეპიზოდია თუ არ ვცდები, სადაც დემეტრე ჩიქოვანი წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის, ეს არის აბსურდი, ეს არის ბუნებაში რომ არ არსებობს ისეთი ბრალდება. დემეტრე ჩიქოვანის ტელეფონიდან არავითარი ვიდეო არ არის ამოღებული. ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე. 

იმ სკვერში [რომელიც ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში] იყო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი, არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ რაც დავინახე სკვერში გოგოები, ბიჭები და უამრავი ხალხი, სახე დაფარული ჰქონდა მე რაც დავინახე, მაგრამ ჩემი შვილია და ვიცანი," - ამბობს სოფო ძნელაძე. 

ცნობისთვის, თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

  •  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics