12:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 17:42:13, 834 ნახვა

სამხედრო
დაჭრილი სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის „INVICTUS GAMES“ („ძლიერთა თამაშები“) პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად აქტიურად ემზადებიან.

თავდაცვის სამინისტროს სპორტული კომპლექსის დარბაზში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დაჭრილმა სამხედროებმა ეროვნული უნივერსიტეტის ახალგაზრდებს ოთხივე ტაიმი დიდი უპირატესობით მოუგეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მჯდომარე ფრენბურთი სპორტის 10 სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც აშშ-ში საერთაშორისო შეჯიბრის - „INVICTUS GAMES“ ფარგლებში გაიმართება. ქართველი სამხედროები აღნიშნული ტურნირისთვის სპორტის ისეთ სახეობებში - მშვილდოსნობაში, ძალოსნობაში, ნიჩბოსნობის ტრენაჟორებსა და მოკლე დისტანციაზე სირბილშიც ემზადებიან.

საერთაშორისო შეჯიბრი „INVICTUS GAMES“, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, მიმდინარე წლის 8-12 მაისს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში უოლტ დისნეის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ჩემპიონატში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სხვადასხვა ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 14 ქართველი სამხედროც მიიღებს მონაწილეობას.

ეგრეთ წოდებული „ძლიერთა თამაშები“ უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ადამიანთა კეთილდღეობისთვის, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში, მაგრამ ბრძოლას განაგრძობენ და წარმატებებს აღწევენ. ასპარეზობის მთავარი იდეა და მიზანი, სწორედ, საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება, პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების მოტივაციის გაზრდა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

ქართველი სამხედროები ამერიკაში 5 მაისს გაემგზავრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics