|
2026-01-19 16:55:03, 2066 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ათობით ქუჩა თოვლისგან არ იწმინდება
თბილისში ათობით ქუჩა დიდთოვლობისგან გაუწმენდელი რჩება. დედქალაქში ამჟამად თოვლის საფარი მეტრამდეა. თბილისის მერიის მტკიცებოის მიუხედავად არ იწმინდება გლდანის მიკრორაიონების შიდა გზები, გიორგიწმინდა, ავჭალის შიდა გზები, ვარკეთილის და დიდი დიღომის შიდა გზები. მოქალაქეთა თქმით კორპუსებიდან გამოსვლა და გადაადგილება შეუძლებელია. თბილისის მერია არ წმინდავს არცერთი რაიონის შიდა ქუჩებს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით, გაუწმენდავია გლდანულას და სოფელი გლდანის ცენტრალური გზები. ლილოს და ლილოს შემოგარენის გზები. მოქალქეების ცნობით, საცობია კუს ტბის გზაზე - ავტომობილები დიდთოვლობის გამო ვერ გადაადგილდებიან. "ორი დღეა ვრეკავთ მერიის ცხელ ხაზზე და გვეუბნებიან მოვლენ დაყრიან მარილსო და სადააა მარილი? პარალიზებულია მთელი ქუჩა! -ლოტკინი-დიმიტრი ჟღენტის ქუჩა" - წერს მოქალაქე თინა ახალაია. "დედაქალაში მოსული ნალექი შეიძლება საშუალო წლიურ მაჩვენებელზე მაღალია, მაგრამ არანაირად გამართლება არ ექნება იმ მდგომარეობას, რა მდომარეობაც ხვალ და შემდეგ დღეებში იქნება დედაქალაქში. (როცა ღამით მინუს ტემპერატურაა გამოცდახებული რამოდენიმე ღამე.) ეს ნიშნავს იმას, რომ გაუწმენდავი გზების ნაწილი და ტროტუარების აბსოლიტური უმრავლესობა ხვალიდან ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება საშიში. არ ჭირდება ამას საერთაშორისო თუ ადგილობრივი დარგის ექსპერტრბი, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტება უნდა იმუშაონ 24 საათიან რეჟიმში ტროტუარების გაწმენდას არ უნდა ჭირდებოდეს ვინმეს ზემოდან დარეკვა ან კამერების წინ პოზირება.(ის მერიც ერთია და ყველგან ვერც მივა და ყველა კამერაშიც ვერ მოხვდება). თუ დედაქალაქის ადგილობრივმა გამგეობება არ იციან სად რა სიმაღლის თოვლია და რა სირთულეები ექმნება მათ მოსახლეობას ეგ უხვი ნალექს კი არა უპასუხისმგებლობას და სამსახურეობრივ გულგრილობას უნდა დააბრალონ.( ჩემი მობილურის ამინდის პროგნოზი მატყობინებდა წინა კვირიდან, რომ დაახლოებით 20-25 სმ თოვლის აკუმულირება იქნებოდა, ჰოდა თქვენც პატოვცემულებო სოციალური ქსელების სქროლვის პარალელურად ამინდის გაჯეტსაც მიაქციეთ ყურადღება) იმის იმედზე არ უნდა იყოს პასუხისმგებლიანი თვთმმართველობა, რომ მანქანები ივლიან ან ადამიანები და ტროტუარზე ან გზაზე თოვლი აღარ გაჩერდება და წყნეთში ან მთაწმინდაზე თუ გზები იწმინდება ეგ არ ნიშნავს იმას რომ მთელა თბილისში იდეალური მდომარეობაა. p.s. გზებზე არაებული ლიპყინულის გაყინვა იარესია , ვიდრე გაუწმენდავი გზა, ასე რომ ტექნიკური მარილის დაყრა ზოგჯერ სულაც არაა გამოსავალი" - წერს მოქალაქე გიორგი გრიგოლაშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)