|
2026-01-12 19:28:38, 998 ნახვა
სამართალი
ივანიშვილის ხელისუფლება ღარიბაშვილს ქარხანას არ ჩამოართმევს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა დანაშაული, რაც გახდა საფუძველი საპროცესო შეთანხმების გაფორმების. „ირაკლი ღარიბაშვილი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ეს გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ღარიბაშვილი უკვე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება. ამავდროულად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ნათია თათიაშვილმა. პროკურორის განმარტებით, დაკისრებული ჯარიმის გადახდის დრო განსაზღვრული არ არის. მისივე თქმით, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. ამასთან, კითხვაზე, ხომ არ განიხილება ოჯახისთვის ქარხნის ჩამორთმევა, ნათია თათიაშვილმა უპასუხა: „არა“.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)