|
2025-12-30 22:28:55, 7304 ნახვა
სამართალი
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს რომლებმაც არასრულწლოვანი აწამეს - 10, 7 და 6 წელი მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ერთი პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 25.144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორი), ხოლო რვა პირი სსკ-ის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა). სასამართლომ სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად კანონით გათვალისწინებული უმაღლესი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)