01:54 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 14:59:21, 8562 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით აქვეყნებს.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 944.67 მილიონი ლარით (1.39%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.62% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.75% შეადგინა. ამავე

პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.58%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.05%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.40%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.96 %-ით მეტი).

2025 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 444.53 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 35.97 მილიარდი ლარი შეადგინა

2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.18% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.151 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.02 პროცენტული პუნქტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics