|
2025-12-22 15:23:47, 9558 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართა
ჰაკათონი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნას. ორდღიან ტექნოლოგიურ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტარტაპერებმა, დეველოპერებმა, დიზაინერებმა, სტუდენტებმა და ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა მთელი საქართველოდან. დემო დღეზე 17 გუნდმა წარუდგინა საკუთარი იდეები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, რომელში გამარჯვებულებიც ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. კონკურსზე გამოვლინდა ბაზისბანკის რჩეული გუნდი “Around Me”, რომელიც ბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. „მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გამართული ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ხელს უწყობდა რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის ინოვაციური და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას. ბაზისბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ტურიზმის სფეროს განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს.” - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)