03:08 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 23:47:23, 14959 ნახვა

ეკონომიკა
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი

ევრობარომეტრის კვლევის კითხვაზე - როგორ შეაფასებდით ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობას - გამოკითხულთა 60% "ცუდ მდგომარეობას" აფიქსირებს. 38%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.

ამასთან, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაუმჯობესდება, 18%-ის აზრით კი - გაუარესდება.

უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად ფასების ზრდა და ინფლაცია რჩება, თუმცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ქართველი რესპონდენტებისათვის გაცილებით უფრო აქტუალურია უმუშევრობისა და განათლების საკითხები.

კითხვაზე, თუ რომელია ქვეყნის წინაშე მდგარი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, საქართველოს მოქალაქეების 37% პირველ ადგილზე ფასების ზრდას, ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას აყენებს (ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 31%-ია).

განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვაობა უმუშევრობის კუთხით: საქართველოში მას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია. ანალოგიური ვითარებაა განათლების სისტემასთან დაკავშირებით – საქართველოში მას პრიორიტეტულ პრობლემად რესპონდენტთა 20% ასახელებს, ევროკავშირში კი – მხოლოდ 7%.

პირადი გამოწვევები: რა აწუხებთ მოქალაქეებს ინდივიდუალურ დონეზე?

პირად დონეზე არსებული პრობლემების ჩამონათვალშიც ფასების ზრდა ლიდერობს. თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირის მოქალაქეების 48% ამას საკუთარ უმთავრეს პირად პრობლემად მიიჩნევს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 39%-ია.

პირად გამოწვევებს შორის საქართველოში შემდეგ ადგილებზეა:

  1. ფასების ზრდა, ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება - 39%
  2. ჯანდაცვა/ჯანმრთელობა – 19% (ისევე როგორც ევროკავშირში);

  3. უმუშევრობა – 18% (ევროკავშირში მხოლოდ 6%);

  4. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა – 15% (ევროკავშირში 13%);

  5. პენსიები – 13% (ევროკავშირში 11%).

ევროკომისიის დაკვეთით, საქართველოში "ევრობარომეტრის" საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოდან პირისპირ ინტერვიუს ფორმით 1002 ადამიანი გამოიკითხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics