|
2025-12-09 15:50:00, 7288 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
საერთაშორისო საფინანსო სექტორის მაღალი დონის ღონისძიებაზე SME Banking Forum 2025, რომელიც Gidulyan Company-ის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ბანკმა უმაღლესი გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად (Digital Banking – Global Winner) დასახელდა. ჯილდოს პროგრამაში მსოფლიოს 1,000-ზე მეტი ბანკი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი გლობალური ფინანსური ლიდერები, როგორებიცაა Wise, Revolut, DBS Bank , Monzo და სხვები. ჟიურიმ ოთხ კატეგორიაში (ციფრული საბანკო მომსახურება, მდგრადობა და ინკლუზიურობა, ბიზნეს საბანკო მომსახურება და ბიზნესის დაფინანსება) ოცი საუკეთესო SME ბანკი შეარჩია. საქართველოს ბანკი კი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ციფრული საბანკო მომსახურების კუთხით, გლობალურ ლიდერად დაასახელა. „ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ჯილდო მიიღო. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორედ ამიტომ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც ბიზნესებს სწრაფი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ხედვები ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით, რომელიც ინოვაციებს, სისწრაფესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას მოიაზრებს, სამაგალითოა მსოფლიო მასშტაბით. ამ სცენაზე მიღებული აღიარება კი გვაძლევს დიდ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და ინოვაციების დანერგვა გავაგრძელოთ”, - განაცხადა დაჩი გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის Product Owner-მა. დაჯილდოების ღონისძიება ვენაში გაიმართა და იგი მრავალსაფეხურიანი კონკურსის ფინალურ ეტაპს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად Global Finance-მაც დაასახელა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)