|
2025-12-05 11:15:48, 5024 ნახვა
ეკონომიკა
ოცნების მთავრობამ ჰესების მშენებლობა დაანონსა, რომელმაც საქართველოში არაერთი პროტესტი გამოიწვია
ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის განცხადებით,"ქართული ოცნების" მთავრობა, ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები. „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება. როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)