|
2025-11-26 17:03:04, 2062 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობის სექტორისთვის (FMCG) 2025 წელი შეაჯამა და პარტნიორებს, ტრადიციულად, ახალი კვლევა წარუდგინა. ადგილობრივ ტენდენციებთან ერთად ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა, პოლონეთის უმსხვილესი სასურსათო ქსელის - Żabka-ს - პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ. კომპანია 27 წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს - ამ დროის განმავლობაში Żabka-ს ქსელი 7 ფილიალიდან 12 200-მდე ფილიალამდე გაიზარდა; მაღაზიათა ქსელი 2024 წელს პოლონეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. Żabka პოლონეთის საზღვრებსაც გასცდა და აქტიურად იმკვიდრებს თავს რუმინეთში. ბაზრის ზომისა და ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ქართული FMCG სექტორისთვის Żabka-ს გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2024 წლის მონაცემებით, სექტორის წილი მშპ-ში 15.4%-ს შეადგენს და ქვეყნის მასშტაბით 225 ათას ადამიანს ასაქმებს. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, FMCG სექტორი 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად, თითქმის 10%-ით, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა 24.2 მილიარდ ლარს გაუტოლდება. FMCG ბაზრის 87% ამ ეტაპზე 5 უმსხვილეს კომპანიაზე ნაწილდება: „დეილი ჯგუფი“, „ორი ნაბიჯი“, „ნიკორა“, „კარფური“და „აგროჰაბი“. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების 45% სწორედ სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე მოდის. მოქალაქეები კი პროდუქციის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ. თიბისი კაპიტალი მომდევნო წლებში FMCG სექტორში ზრდის ტემპის დასტაბილურებას პროგნოზირებს. კვლევის მიხედვით, მიგრანტების დანახარჯების კლების მიუხედავად, ხელფასებისა და ტურისტული შემოსავლების ზრდა, ასევე სარესტორნო ბიზნესის ბრუნვის მატება, სექტორის ზრდის წინაპირობაა. FMCG სექტორის შესახებ კონფერენცია პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას მოიცავდა. თემაზე - “ზრდის არქიტექტურა FMCG ინდუსტრიაში“- თიბისის წარმომადგენლებთან ერთად ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტიერი ჟულენმაც, რომელიც რეგიონში “კარფურის” ექსკლუზიური წარმომადგენლის - Majid Al Futtaim-ის - საერთაშორისო ზონის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცერია.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)