|
2016-03-25 16:03:54, 752 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის 1 მარტისთვის 14.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის 1 მარტისთვის 14.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 73.8 მლნ ლარით ანუ 0.5% მეტია პირველი თებერვლისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით). როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 35.5 მლნ ლარით ანუ 0.4% (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 %), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 % გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით). ეროვნული ბანკის ინფომრაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 მარტისთვის 28.21% შეადგინა - 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით 0.45 % პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.41 % პუნქტით ნაკლები). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 %, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.9 %. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 %, ხოლო ევროს წილმა 15.4% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)