18:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 12:25:34, 3206 ნახვა

კომენტარი
კობახიძეს მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტრურ რეჟიმთან საერთო ღირებულებები აქვს

ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში, სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უვიზო რეჟიმი ეხმარება საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ირანთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.  კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics