|
2025-10-25 00:47:17, 1295 ნახვა
სამართალი
ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის თორმეტი წევრი გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებულია.
ბრანდენბურგის პოლიციამ ბერლინში მოკლული ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის, ოჯახის 12 წევრი საქართველოში დეპორტაცია განახორციელა. Kavkaz.Realii-ის ცნობით, დეპორტირებულებს შორის მისი ძმა, ზურაბიცაა. ზურაბ ხანგოშვილი შვედეთიდან გერმანიაში დაახლოებით სამი წლის წინ ჩავიდა. ის და მისი ოჯახი საქართველოს მოქალაქეები არიან. DW-ს ცნობით, ის საკუთარი უსაფრთხოების გამო შიშობდა. 23 ოქტომბრის დილით პოლიციამ ვიუნსდორფში მდებარე მისი ბინის კარი შეამტვრია, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახი დაუყოვნებლივ აეროპორტში გადაიყვანეს. მათ ტელეფონები ჩამოართვეს. პარასკევს გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციაზე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სონია კოკმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ჩარტერული რეისით საქართველოში 48 ადამიანი დეპორტირებული იქნა. მან განაცხადა, რომ ცალკეული მგზავრების ვინაობაზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა აღნიშნა, რომ დეპორტაციების რაოდენობის ზრდა ბუნდესტაგის პარტიებს შორის მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმების ნაწილი იყო. ბრანდენბურგის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ამ საკითხზე დაუყოვნებლივ კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ. გერმანიამ არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გამოაცხადა, თუმცა გაძევებულთა ვიზების სტატუსი და მათი დეპორტაციის მიზეზები არ გახმაურებულა. ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 15 აგვისტოს მოკლეს. დამნაშავე, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, თავდასხმისთანავე დააკავეს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს; მოსკოვმა მოგვიანებით ის გაცვალა, მათ შორის პოლიტპატიმრებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)