|
2025-10-17 17:52:37, 852 ნახვა
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე შაიშმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. გელაძის თქმითვე, უცხოეთში მყოფ კიდევ ორ პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთერთი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია. "ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი - სამართალდამცველებზე ძალადობა. რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება" - განაცხადა გელაძემ. ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს "დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". "ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა" - აცხადებს გელაძე. ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, "უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)