14:45 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 12:34:30, 1094 ნახვა

სამართალი
ხუთი დაკავებული ლიდერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 დაკავებულის პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურორი ვაჟა თოდუა ხუთივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც თოდუა განმარტავს, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

 ადვოკატი ბექა ბასილაია დარბაზის ცვლილებას მოითხოვს. ფეხზე დგება და ტრიბუნასთან მიდის, ის ამბობს, რომ ამ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და ეს დადასტურებულია ხელისუფლების მიერ, „ვინც თავს ხელისუფლებას უწოდებს“:

„უამრავი ხალხია მოსული სასამართლოში, მათ შორის ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ალბათ ამის გამო შეარჩიეთ შედარებით დიდი დარბაზი, მაგრამ გვაქვს ვითარება, რომ შსს-ს შეფასებით ამ ადამიანების ბადრაგირებას უნდა სწევდეს ათეულობით პოლიციელი და დარბაზის მეხუთედი პოლიციელებს უჭირავთ, ჩვენ შევეცადოთ, რომ დავაკომპომპენსიროთ ის სივრცე, რომლებიც პოლიციელებმა დაიკავეს. ... გთხოვთ, პირველ დარბაზში გადავიცვალოთ".

პროკურორი ვაჟა თოდუა ფიქრობს, რომ დარბაზის შეცვლის მოთხოვნის მიზანი სხდომის გაჭიანურებაა და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვაჟა თოდუას ეთანხმება პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ლელა მარიდაშვილი სამივეს ბრალის არსს აცნობს, ვინაიდან მათ ბრალი ერთი და იგივე მუხლებით აქვთ წარდგენილი. ეს მუხლებია:

(სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);

(ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);

(მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics