|
2025-10-07 00:12:11, 1132 ნახვა
სამართალი
პირველ ეტაპზე იდენტიციფირებულია 15 პირი, დაკავებულია 13 - შსს 4 ოქტომბრის საქმეზე
შსს-მ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა - როგორც უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს. 4 ოქტომბრის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც "მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ", "ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირებას", "მასობრივ არეულობასა" და "ნივთის დაზიანება ან განადგურებას" გულისხმობს "4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი - საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ, ა.ნ, დ.ჟ, ბ.მ, ა.გ, ე.შ, გ.რ, ვ.ფ, დ.ს, მ.მ, ა.ხ, კ.მ, ს.მ ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში, პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი - საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ, ა.ნ, დ.ჟ, ბ.მ, ა.გ, ე.შ, გ.რ, ვ.ფ, დ.ს, მ.მ, ა.ხ, კ.მ, ს.მ ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში, პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე. შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. "მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)