|
2025-10-02 12:38:44, 1396 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას. ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესი თანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი - საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული. წლიდან-წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების მეშვეობით დღეს ბიზნესს შეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს და მრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები. თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მომგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)