|
2025-09-28 12:50:33, 1802 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართელოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული გ.დ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ნ.ს., და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ნ.ჰ., 1969 წელს დაბადებული რ.ბ., 1983 წელს დაბადებული ა.ი., და 1983 წელს დაბადებული ლ.ჰ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, მობილური ტელეფონები და ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)